Sunday, June 13, 2010

"Amor ანუ ნარინჯისფერი სიყვარული” _ფილმი რომელმაც მსოფლიო უნდა აალაპარაკოს?!


ოთარ მიქელაძესა და მის ფილმზე ბევრი დაიწერა და ითქვა. ‘’ამორ ანუ ნარინჯისფერი ფორთოხალი ‘’- ეს ის ფილმია, რომელიც როგორც თავად მისი რეჟისორი ამბობს ‘’მსოფლიოს აალაპარაკებს’’. სურათში ბევრი ეროტიული სცენა და შემზარავი ფაქტია წარმოჩენილი : ინცესტი, ნარკომანია, შიდსი, ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირებები, პროსტიტუცია. შესაბამისად ფილმის ფაბულა, სავარაუდოდ, ძნელად მისაღები აღმოჩნდება ქართული საზოგადოებისთვის. თუმცა სცენარის ავტორი ამისთვისაც მზად არის და ელოდება კიდეც გამოხმაურებას.
სცენარის მიხედვით დედა-შვილს ერთმანეთი უყვარდებათ, ისე რომ წარმოდგენა არ აქვთ ნათესაური კავშირის შესახებ. შვილის როლისთვის მსახიობი ადვილად მოიძებნა, დედის როლზე კი ბევრი ცნობილ მსახიობთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. საბოლოოდ ვინ შეასრულებს ამ როლს უცნობია. ინცესტის პარალელურად ფილმში სხვა სიუჟეტიც ვითარდება, ახალგაზრდა რეჟისორის შესახებ, რომელიც ოცნებობს თავისი წვლილი შეიტანოს კინემატოგრაფში, თუმცა უშედეგოდ.
ძნელია ერთ ფილში მოაქციო ამდენი პრობლემა, განიხილო, გაიაზრო ყველა მათგანი, როდესაც თითოეული საკითხი თავისთავად წარმოადგენს საზოგადოების საკმაოდ პრობლემურ და თითქმის ტრაგდიამდე მისულ თემასაც კი. როდესაც ბედავ წინ წამოსწიო საზოგადოების დრამატული მხარეები, მაშინ გეკისრება კიდეც პასუხისმგებლობა გააკეთო ეს ყველაფერი სწორად და მიაწოდო მაყუღებელს შენი ნაშრომი ისე, რომ ეს არ გავდეს ზემოთხსენებული პრობლემების უბრალოდ კიდევ ერთხელ გახსენებას. ჩვენ ისედაც ვიცით, რომ სცენარში დაწერილი ამბები ხდება ჩვენს ყოველდღიურობაში, ადამინები დღესაც ჩადიან სოდომ-გომორის ცოდვას, მაგრამ ალბათ, არც ერთი ჩვენგანი არ ჩაღრმავებია ინცესტისა და თუნდაც პროსტიტუციის პრობლემებს. ამიტომ რეჟისორს გარკვეულწილად ევალება, ცალკეულ ადამიანები დააფიქროს, დააწყებინოს საზოგადოებას ფიქრი მიზეზებსა და შედეგებზე. ერთი სიტყვით სურათს უნდა გააჩნდეს გამართლებული მიზანი და ის არ უნდა იყოს მორიგი უნიჭოდ გადაღებული ქართული ეროტიული ფილმი. საჭიროა მოიძებნოს ზღვარი უხამსობასა და ნამდვილ ფსიქოლოგიურ დრამას შორის და თუნდაც ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც კინოთეატრიდან გამოვა, იყოს შეძრწუნებული, დაფიქრებული და ლაპარაკობდეს ფილმის ღირებულებებზე და არა იმაზე, თუ რა მაგარი სექსუალური აქტი ნახა ცოტა ხნის წინ ან რა მაგარი მკერდი ჰქონდა კონკრეტულ მსხიობს. რეჟისორის დავალება არც ისე იოლია. როგორც თავად ოთარ მიქელაძე ამბობს, მისი მიზანი არ არის ეროტიული ფილმის გადაღება, უბრალოდ სურს დაანახოს ხალხს ის ტრაგედია, რაც ჩვენს გარშემო ხდება და მიზანიც სწორედ ის არის, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს. ‘’ეს არის ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური მელოდრამა სურეალიზმში გადაწყვეტილი. ბევრს ლაპარაკობენ, რომ ფილმი ეროტიულია. ფილმში არის გეის ორი ეპიზოდი. ასევე ეპიზოდი, სადაც პატარა ბიჭს მასზე ასაკით გაცილებით უფროს ქალთან აქვს ინტიმური ურთიერთობა. მაგრამ ეს არ არის ეროტიკა. ეს ტრაგედიაა. ამ ფილმში ჩვენ მთავარ სათქმელს ვამბობთ: მეორედ მოსვლა მოდის ხალხნო. გამოფხიზლდით!”
“ამორ ანუ ნარინჯისფერი ფორთოხალი” არ არის რეჟისრის პირველი მცდელობა სცენაზე გამოეტანა ადამიანთა სექსულაური ცხოვრება. ოთარ მიქელაძე პირველი იყო, ვინც სააქართველოში პირველი ეროტიკული თეატრი დაარსა. სიახლე ყოველთვის იზიდავდა , მაგრამ სურს რომ ხალხმა სწორად გაუგოს. ეროტიკის თეატრის დაარსების დროსაც, სურდა ამ უკანასკენლს აღმზრდელობითი ფუნქცია ჰქონოდა და კატეგორიულად გამორიცხავდა სიბილწის პოპულარიზაციას..
ასევე ოთარ მიქელაძის თაოსნობით დაფუძნდა 1975 წელს პირველი დამოუკიდებელი მოსწავლე-ახალგაზდბის თეატრალური სტუდია. მის ხელში მრავალ თაობას გაუვლია და რეჟისორი ცდილობდა თავისი მოსწავლეებისთვის გადაედო თეატრის, კინოსა და ზოგადად ხელოვნების ის სიყვარული, რაც მთლიანად მოიცავს მის პიროვნებას. სულ ბავშვობიდან ოცნებობდა თეატრსა და კინოზე. ეზოში თანატოლებს მოუყრიდა თავს და წარმოდგენებს მართავდა. შემდეგ იყო თეატრალური ინსტიტუტი, თუმცა არც იქ მოხვედრა, როგორც ყველაფერი მის ცხოვრებაში, ადვილად არ მომხდარა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა, მისი ცხოვრება მუდამ მარტივით იყო არეული. (თავადაც მარტშია დაბადებული). a>თუმცა მუდამ ილტვოდა, ისწრაფვოდა შეექმნა რაღაც ძალიან განსაკუთრებული. ასე იყო მაშინაც, როდესაც 1990 წელს პირველად დაწერა სცენარი « ნარინჯისფერი ფორ|თოხალი ». თუმცა შემდეგ ფილმის გადაღება ვეღარ მოახერხა, არული დროის, ეკონომიკური მიზეზებისა და სხვა გარემოებების გამო. მოგვიანებით (წლების შე,დეგ) გააერთიანა ახალი « ამორ » და ძველი « ნარინჯისფერი ფორთოხალი ». ასე იქმნებოდა ნელ-ნელა ფილმის სცენარი, რომლის გამოსვალასაც ამდენი ხანია ელოდება მაყურებელი, უფრო მეტად კი თავად რეჟისორი. ეს არის მისი, როგორც თავად ხუმრობს, ‘’აუხდენელი ოცნება-ფილმი, რომელსაც ორი საუკუნეა იღებს’’.

-რატომ გადაწყვიტეთ მაინდამაინც ინცესტზე გაგემახვილებინათ ყურადღება ?
ინცესტი არის უდიდესი ტრაგედია და რომ არ მოხდეს მსგავსი რამ, სწორედ ამიტომ გავამახვილე ყურადრება ამ საკითხზე.
-ფილმი რეალურ ამბავს ეფუძნება?
ეს ჩემი ექსკლუზიავია და მას არ გავახმაურებ, სანამ ფილმი ეკრანებზე არ გამოვა. თუმცა დედა-შვილის ეპიზოდში არის სიმართლის ელემენტები.
-მსახიობები თუ არიან შერჩეულნი?
ფილმში ბევრი ცნობილი მსახიბი თამაშობს დამწყებ მსხიობებთან ერთად. Dდოდო ჭიჭინაძე, გოგა ნებიერიძე, ზვიად ქარდავა, თემურ ქამხაძე, ლაშა პაპუაშვილი, ლაშა ოყრეშიძე, ზაზა ნოზაძე, ასევე მე.
-ფილმი სკანდალურია?
ფილმს უკვე შეუქმნეს სკანდალურის იმიჯი, ამას ყველანაირად ცდილობენ. “ალიაში” ჩემს ინტერვიუს მისცეს ძალიან ცუდი ინტერპრეტაცია. ჟურნალისტმა მკითხა, თუ ვინ აფინანსებდა ფილმს. მე ვუპასუხე, რომ ფილმს აფინანსებდა ‘’გლობალ ფონდი’’. ცნობისთვის, ამ ფონდს ხელმძღვანელობს საქართველოს პირველი ლედი ქალბატონი სანდრა რულოვსი. გაზეთი გამოვიდა შემდეგი მყვირალა სათაურით : ‘’სანდრა რულოვსი ქართულ ეროტიკულ ფილმს აფინანსებს’’, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა და მას მერე ინტერვიუებზე უარს ვამბობ. თქვენ გამონაკლისი ხართ (იცინის). ჯერ სად ხართ, ეს ფილმი ეკრანებზე რომ გამოვა, სკანდალი მაშინ ნახეთ.
-მზად ხართ ამისთვის ?
ამ ფილმმა უკვე იმდენი მტერი გამიჩინა სხვაგვარად არც შეიძლება იყოს.
-როგორ ფიქრობთ საზოგადოება მზად არის ამ ფილმისთვის ?
ეს ხომ ის ეპოქაა, როცა ხალხი მთვარეზე სახლებს იშენებს და ჩემი ფილმი გაუკვირდებათ?
რისი თქმაც მინდოდა ფილმში ყველაფერი ვთქვი. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?! საზოგადოების შიშის გამო არ უნდა ვთქვა რის გაკეთებაც მინდა ?! ფილმს დიდი მიზანი აქვს: რაც არ მოსწონს მაყურებელს სწორედ ის ფატები რომ აღარ განმეორდეს, ამას ემსახურება ეს ფილმი.
-ეკლესიის ფაქტორზე თუ გიფიქრიათ ?
თუკი ჩემს ფილმში რამე ისეთია, რაც მიუღებელი იქნება ეკლესიითვის სწორედ იმიტომ, რომ შემდგემოში ადამიანებმა არ დაუშვან ის შეცდომები, რაც ღმერთთან დააშორებთ. თუ ამას მივაღწიე ე.ი. გავიმარჯვე.

სურათის პრეისტორიითა და მასზე დაბეჭდილი სტატიებით თუ ვიმსჯელებთ მოლოდინი ნამდვილად დიდია, ქართველი ხალხის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით უვე იყოფა ორად. ზოგი მას ამორალურ ფილმს უწოდებს, ზოგს კი მიაჩნია, რომ ის უბრალოდ ობიექტურად ასახავს ქართულ რეალობას. თუ როგორი გამოვა ფილმი, რამდენად ხარისხიანად იქნება მასში გადმოცემული მთავარი სათქმელი, ამას ქართველი მაყურებელი და კრიტიკოსები მალე შეაფასებენ.

3 comments:

  1. მე უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს რა არის ქართული რეალობა "ინცისტი"???
    ან ვინ ცდილობს ფილმს შეუქმნას სკანდალური იმიჯი? როცა თავად რეჟისორი ამბობს რამდენიმე ინტერვიუში რომ სუპერეროტიკულ ფილმს იღებს, როცა ჩამონათვალია რომ ფილმს იღებს გეებზე, ინცისტზე და ათას საზიზღრობაზე... და სხვები უქმნიან ფილმს სკჯანდალურ იმიჯს?/ სასაცილოა რა...

    ReplyDelete
  2. "საზიზღრობები" ბევრნაირია. ერთნი ისევ საზიზღრობის გაძლიერებას ემსახურებიან, მეორენი- კი გაფრთხილებას წარმოადგენენ, რას რა შეიძლება მოჰყვეს. მსოფლიო კინოშდევრები არსებობს ამის ილუსტრაციად! და ინცესტი გაუკვირდათ ჟურნალისტებს????? ყოველი დღის ახალი ამბები იმით იწყება, ვინ შვილი გააუპატიურა და ვინ და! ინფორმაციის სახით გვაწვდიან და არა ისე, რომ ამ სიტუაციას რამენაირად შველა სჭირდება... ეს ფილმიც თუ კი ადამიანებს ღრმად დააფიქრებს და შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად გზას დაანახებს, არა მგონია "საზიზღრობა" იყოს, ქალბატონო ნინო!

    ReplyDelete
  3. ჩემს შვილს საკუთარი მამა არ იცნობს და არც მისმა ძმებმა იციან დის არსებობის შესახებ.ისინი ამ კაცს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა... როცა გაიგო ფეხმძიმედ ვიყავი, კატეგორიულად მომთხოვა მომეცილებინა ნაყოფი. იძულებული გავხდი ბავშვი ჩუმად გამეჩინა და გამეზარდა... რე და ღამ არ მზინავს იმაზე ფიქრით რომ შეიძლება მათი გზები გადაიკვეთოს. თავიდან მეგონა ასეთი რამ ერთეულებს სჭირდათ მხოლოდ. ჩემმა პრობლემამ ისე ჩამაღრმავა ამ საკითხში, რომ სახტად დავრჩი, როცა გავიგე,რომ ასეთი ქალების მთელი არმიაა საქართველოში... უფრო უარესიც... ბევრ მამას ჰგონია, რომ შვილი მისია, ამ დროს კი ბიოლოგიური მამა სრულიად სხვა არის!!!არც მე და არც ამ "არმიამ' არ ვიცით, როგორ ვუშველოთ საფრთხეს, რომელიც ჩვენ წინაშე წლებია არსებობს!!! თუკი ვინმეს აზრად მოუვიდა ასეთი ფილმის გადაღება, დააცადეთ ბატონებო!ეკლესიამ გზა ვერ დამანახა, მხოლოდ შემიფასა, რომ სწორად მოვიქეცი, რომ არ მოვიშალე. მამას უთხარიო, ეგეც დამმოძღვრეს, მაგრამ მამამ სათოფეზე არ მიმიკარა. ასეთი მონსტრებიც უხვად არსებობენ ამ ზნეობრივად ზეაღმატებულ საზოგადოერბაში!!!სწორედ ასეთ მონსტრებს დააფიქრებს ეს ფილმი...

    ReplyDelete