![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgph1qRsU9smEZzxUbM-BNLiMjXsnzS9-LgHX2R1cH8FR8hkzaqRilauQdkmyMClbMjYmfNVGBI_lQAQtEA56eGviiKSU6hj46J-hD5Jz2Hw9sTh4ArZosAY2XCJq55-s_eX5oBi64QPiU4/s200/klimt2.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjubf4rp23ds4Ffpg6wjWRk_J8at-HC8X8kTPbS03txt8PTXKxfzJYDZ9T-N81JyqbCEoMTcosOLfHD3EaN0SSGcAQD0FJ0G30xA1BKdQU-kmY7yfFLpB_DB-2rUmtVFOwzZZC1XG9DmrLP/s200/klimt.jpg)
“ყველანაირი ხელოვნებაში არის ეროტიკა”_ გუსტავ კლიმტი.
როდესაც ეცნობი ამ ადამიანის შემოქმედებას ხედავ რომ თითოეულ მის ნახატში გადმოცემული ადამიანთა ამქვეყნიური ვნებები, თუმცა კლიმტის ნახატები მნახველს იმდენად დიდ ესტეთიურ სიამოვნებას ანიჭებს რომ შეუძლებელია მათში რაიმე ვულგარული დაინახო. და ჭეშმარიტი ხელოვნბის მიზანიც ხომ სწორედ ეს არის_გადმოსცეს ადამიანის ბუნების ნათელი და ბნელი მხარეები, დაფარული და ცხადი, ისე რომ საზოგადოებამ ის სწორად მიიღოს.
გუსტავ კლიმტი 1862 წელს ავსრიაში დაიბადა. ის იყო სიმბოლისტი მხატვარი, ვენის არტ ნუევო , აგრეთვე მოდერნისა და სეცესიონის მოძრაობათა წევრი. მის ნამუშევრებს შორისაა ფერწერული ტილოები, ფრესკები, სკეტჩები და ხელოვნების სხვა ნიმუშები. რომელთა უმრავლესობა ვენის სეცესიონ- გალერეაშია გამოფენილი. კლიმტის შთაგონების წყარო ქალის სხეული იყო და მის ნამუშევრებში ხაზგასმულია გულწრფელი ეროტიზმი. მისი გრაფიკული ნამუშევრები მთელი მსოფლიოსათვის ძალზე ღირებულ და მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEicMW3RP7AXjYAriT_np35p0sVMG4Yk8ttXRS7fQcgYMABMeNP0156V6ejS0I3zEStfBzsKQl1wF-NRkS9up83iAc4Gn77UJNywZCjJeQEXNMYmsofBhAQvxrIsQ5J_3bSarpufL5V8OcVY/s200/klimt3.jpg)
გუსტავი შვიდი შვილიდან მეორე იყო- მას ჰყავდა სამი ძმა და ოთხი და. გუსტავის ბავშვობამ სიღარიბეში ჩაიარა, რადგან იმ დროისათვის ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მძიმე იყო მის მშობლებს კი მუდმივი სამუშაო არ ჰქონდათ. მოგვიანებით ერნესტ კლიმტის სამივე ვაჟი მხატვარი გახდა. თავდაპირველად ხატვას გუსტავი მამამისისგან სწავლობდა, შემდეგ სწავლა განაგრძო ვენის სამხატვრო სახელოსნო სკოლაში. გუსტავი ამ სკოლაში 1883 წლამდე სწავლობდა და სასწავლებელი არქიტექტურული დეკორეატორის (ფერმწერის) პროფესიით დაამთავრა. ამ პერიოდისათვის გუსტავისათვის მისაბაძი მხატვარი ისტორიულ ჟანრში მოღვაწე ჰანს მაკარტი გახლდათ. სხვა მრავალი ახალგაზრდა მხატვრისაგან განსხვავებით კლიმტი დაეთანხმა განათლების კონსერვატიულ და აკადემიურ პრინციპებს.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhxT7vUmoCRGko3U8E7EoDmhM6DsXNSyiQz8WkRAqmmNyeqNCq-If7I4Pg2b0nmsi6NUHNNshyN72d9D5-C-xHH-5ztLmAQscf1FsRYKMlyJbS7121AmMphr_0c0u7yhyphenhyphenLa1KZPVetsNOA8/s200/klimt5.jpg)
1886 წელს გუსტავის ძმა ერნესტი და მამა დაიღუპნენ. ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფის პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე გუსტავს დააწვა მხრებზე. მომხდარმა ტრაგედიამ მის მხატვრობაზეც დიდი გავლენა იქონია , რაც მას საკუთარი ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბებაში დაეხმარა. 1890 წელს კლიმტმა გაიცნო ემილია ფლოგე რომელიც მიუხედავად კლიმტის სხვა ქალებით არაერთგზის გატაცებისა, ბოლომდე მისი ცხოვრების თანამგზავრად დარჩა.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgqqNr4-buTk2LRDZFkmEEHWZyf7CkDH1jZ2klX09mDmCPMEy8n3DOL5_uf5RBcwIdYDQq0Y7_cSIDzKb4AQCWyUe5a5q5D-akqDt3C8J62J4tZuStaGaTbWXSDGDGtXILLS_lJAYz4xw3N/s200/klmi7.jpg)
1897 წლიდან კლიმტი გახდა ვენის სეცესიონის მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი და ამ მოძრაობის ჟურნალის “Der Schazrum” გამომცემელი. მოძრაობის თავდაპირველ მიზანს ახალგაზრდა , უჩვეულო სტილის მხატვრებისათვის გამოფენების მოწყობა და საუკეთესო უცხოელი მხატვრების ნაუშევრების ვენაში გამოფენა წარმოადგენდა. მათ აგრეთვე მიზნად დაისახეს მოძრაობის წევრთა შემოქმედების პოპულარიზაცია ჟურნალის გამოცემის გზით,
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhZKwjUNIBwoe7R72B6S3XXgF5XAME1KvvGaxAXRTMxAEth8sXtAol7hBt0zh1Jr5JpfwjF1qNwW-z_B1-s0AAxl7dJPqUFeEWF56CUuw2JW-NeRQW_xubqLzSx56sUYxaXvFrNuAjvy-lB/s200/klmt6.jpg)
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjYI0wcXLvBrIWSpv3x2wkuJJpCGkW53-KDujPcwiv4gx8I6eOFfPTNW37Ia5N6QseqRBC3c4VwMWQn1q7jgrKJYJPrRdTZfkknG15qOK1xO_kFh7hw8zyKYfWrO6kmpeBPmgpkYKJTCggR/s200/klmit9.jpg)
პეიზაჟების ჟანრი კლიმტისათვის საინტერესო ერთადერთი არაფიგურალური ჟანრი გახლდათ. კლიმტის პეიზაჟები მისსავე ფიგურებს ჰგვანან დიზაინით. ატერზეს პეიზაჟები იმდენად სავსეა დეტალებით, რომ ზოგჯერ იმასაც კი ვარაუდობენ, რომ კლიმტი ამ ადგილებს ტელესკოპით ათვალიერებდა.
1894 წელს კლიმტმა ვენის უნივერსიტეტის მთავარი შენობის სამი ნახატით გაფორმების შეკვეთა მიიღო. ნამუშევრები სახელწოდებებით: ფილოსოფია, მედიცინა და იურისპოდენცია კლიმტმა 1900 წლისათვის დაასრულა. მის ნამუშევრებს აკრიტიკებდნენ `პორნოგრაფიული~ თემატიკის გამო. კლიმტმა გარდაქმნა ტრადიციული ალეგორიული სიმბოლოები ახლებურად, ეროტიულობის ხაზგასმით, რომელიც კიდევ უფრო მეტად აღიზიანებდა კონსერვატიული შეხედულებების მქონე დამთვალიერებელს. უკმაყოფილებას საზოგადოების ყველა ფენა გამოთქვამდა პოლიტიკური, რელიგიური და ესთეტიკურიც კი.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgXMWb8Vh1FWG6S6dw-fbD3_zHdTTAvDH7VL7tWv_e3vnW2H_Mv1a_Z3mbgQKNRxr27nKZMSau-FQ8Ky4JhGRsgg5wQEwTCD7uilHmKRl0NOKlVD3JWScwxw4JxU4ZCPDutEbHGJ24xwU45/s200/Gustav-Klimt-Die-Tanzerin-83186.jpg)
No comments:
Post a Comment