Tuesday, June 8, 2010

მშვენიერი ლედი - ოდრი ჰეპბერნი



“თუ ოდესმე ჩემი ბიოგრაფიის დაწერა მომიხდა, ასე დავიწყებ: დავიბადე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 1929 წლის 4 მაისს... ექვსი კვირის შემდეგ კი გარდავიცვალე...”
“დაიცადე დაბნელებამდე...”
ოდრი ჰეპბერნის დედა ნიდერლანდელი ბარონესა ელა ვან ჰიმსტრა გახლდათ, მამა _ კი ინგლისელი ბანკირი ჯონ ჰეპბერნ_რასტონი. ოდრი თვენახევრის იყო, როცა ხველების მწვავე შეტევისგან გალურჯდა და სუნთქვა შეწყვიტა, ექიმებმა პატარას სიცოცხლე ძლივს დაუბრუნეს. სწორედ ამას გულისხმობდა ოდრი, როცა საკუთარ გარდაცვალებაზე საუბრობდა...
მსახიობის მშობლები ერთმანეთს მალე დაშორდნენ. ოდრი დედასთან ერთად ნიდერლანდში ცხოვრობდა და კერძო სკოლაში სწავლობდა.
1940 წლის ზაპხულის ცხელი დღე იდგა, ოდრი ქალაქ არჰემში ისვენებდა, როდესაც ნაცისტურმა გერმანიუმ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა: პატარა ოდრი დაპყრობილ სამეფოში იზრდებოდა, შიმშილისგან ხშირად გული მისდიოდა და შიშით გარეთ ვერ გადიოდა. თუმცა სხვა გოგონებივით საიდუმლო წერილებს ისიც ფეხსაცმელებში ინახავდა და ჰოლანდიელ ჯარისკაცებთან მალულად მიჰქონდა. ბარონესა ელა ვან ჰიმსტრა შვილს სახელს ხშირად უცვლიდა. ომის დროს მას ედას ეძახდა. ფიქრობდა, რომ სახელი ოდრი ინგლისურ წარმომავლობას უსვამდა ხაზს, ინგლისელებს კი გერმანელი ჯარისკაცები არ სწყალობდნენ. ოდრი ანუ ედა მშვენიერი აღნაგობის, გამხდარი და მაღალი გოგონა იყო. ბავშვობიდან ცეკვავდა, თუმცა ომს ცეკვა არ უყვარს... ყურმბამტყორცნებისა და ბომბდამშენების ხმაურის ფონზე როლები აქ მხოლოდ დაჭრილი ჯარისკაცებისა და თეთრხალათიანებისთვის
აა. ოდრიც მხოლოდ ასსეტ წარმოდგენაში იღებდა მონაწილეობას. ის ჰოსპიტალში ეწთნად მუშაობდა. ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელზეც ედა ზრუნავდა, ინგლისელი რეჟისორი, ომში კი უბრალოდ მედესანტე იანგი იყო. 20 წლის შემდეგ სწორედ მან გადაიღო ოდრი ფილმში “დაიცადე დაბნელებამდე”.
ომი დამთავრდა. ოდრი ჰეპბერნი კი ლონდონში გაემგზავრა. მას სწავლის გაგრძელება ბალეტის განხრით სურდა. ხშირად დადიოდა ღამის კლუბებში, საცეკვაო მოედნებზე... ცეკვავდა თავდავიწყებით. ისე, თითქოს ომისდროინდელ განცდებს იშორებდა თავიდან. თუმცა ოდრი ბალლერინა ვერ გახდებოდა, რადგან ცეკვის მასწავებლის თქმით, ის ძალიან მაღალი იყო.
“რომაული არდადეგები...”
1952 წელს ფილმ “მონტე-კარლოს” გადაღებაზე ოდრი ჰეპბერნი რიგით მოცეკვავედ აიყვანეს. ამერიკელმა სცენარისტმა მაშინვე შეამჩნია ოდრი და ბროდვეის სცენაზე ჟიჟის როლის შესრულება შესთავაზა. ოდრი თანდათან პოპულარული ხდებოდა, თუმცა ომისდროინდელ ტკივილს მაინც ვერ ივიწყებდა. ამას პირადი განცდებიც ერთვოდა: ტოველთვის აკლდა მამის ზრუნვა, ხშირად ენატრებოდა კიდეც, თუმცა ერთმანეთისგან უამრავი რამ აშორებდათ. მამა ინგლისში ცხოვრობდა, ოდრი _ ნიდერლანდის სამეფოში, მათ შორის კი მსოფლიო ომი მძვინვარებდა. ოდრიმ მამასთან შეხვედრა მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოახერხა.
1953 წელს ოდრი ახალ როლზე მიიწვიეს, მას სასახლის ერთფეროვანი ცხოვრებით თავმობეზრებული პრინცესას როლი უნდა შეესრულებინა. ასე დაიწყო მის ცხოვრებაში “რომაული არდადეგები”. ამ როლმა მას “ოსკარი” მოუტანა. პრიზეს მისაღებად მან სცენაზე სიხარულით აირბინა და დაბნეულობისაგან ჟან ჰერშოლტს ტუჩებში აკოცა. მერე ოდნავ გაწითლდა და დამორცხვებული კულისებში გაუჩინარდა...
ოდრი ყოველთვის თავშეკავებულობით გამოირჩეოდა, ასეთივე იყო მისი ჩაცმის მანერაც. 50-60-იანი წლების ოდრი რეტრო-სტილის ფუძემდებლად აღიარეს: დიდი მრგვალი სათვალე, შავი შარვალი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი _ “ყველა დროისთვის მისაღები გარეგნობა”, _ წერდნენ გაზეთებში. არასოდეს უთქვამთ, რომ ის ისეთივე სექსუალურია, როგორიც ბრიჯიტ ბარდო ან მერილინ მონრო. სამაგიეროდ, არავის ეპარებოდა ეჭვი მის ტალანტსა და სათნო ხასიათში.
“ჩემი მშვენიერი ლედი...”
“წარმატება დაბადების დღეს ჰგავს. წლები გემატება, მაგრამ ისა ხარ, რაც ხარ, ისევ გიღებენ ფილმებში, ისევ ფიქრობ ოჯახზე, ისევ გინდა შვილები...” “რომაული არდადეგების” შემდეგ ოდრი ფილმ “საბრინაში” მიიწვიეს, მსახიობ უილიამ ჰოლდენთან ერთად. უილიამი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური და წარმატებული მამაკაცი იყო. ოდრი მოიხიბლა მისით და გადასაღებ მოედანზე მართალია უხმაურო, მაგრამ ძლიერი სიყვარული გაჩნდა. ყველას ეგონა, რომ ეს ამბავი ქორწინებით დასრულდებოდა, თუმცა ას ეარ მოხდა: “ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, რომელიც, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება”, _ განაცხადა ოდრიმ. 1954 წელს ბროდვეის სცენაზე კიდევ ერთი სპექტაკლი დაიდგა, სადაც ოდრი თავის მომავალ ქმართან, მელ ფერიერთან ერთად თამაშობდა. ოდრიმ ამ როლისთვის საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი დაიმსახურა. ამას მოჰყვა გაუთავებელი გადაღება და რეპეტიციები. “სასაცილო სახე’, “როგორ მოვიპაროთ მილიონი”, “საუზმე ტიფანისთან”, “ჩემი მშვენიერი ლედი”... ფრედ ასტერო, ჰემფრი ბოგარტი, გარი კუპერი, ჯორჯ პეპარდი, რექს ჰარისონი, პიტერ ო’ ტული, შონ კონერი, გრეგორი პეკი... ეს “ყველა დროის მამაკაცები: მისი პარტნიორები იყვნენ თეატრსა თუ კინოში, გადაღება მთავრდებოდა, ისინი კი მის დავიწყებას ვეღარ ახერხებდნენ... მერე ოდრის საუკეთესო მეგობრები ხდებოდნენ.

50-იანი წლების დასაწყისში ოდრი ჰეპბერნი ახლაგაზრდა ჯეიმზ ჰანსონზე დაინიშნა. როცა ქორწილის დღე დადგა, ოდრიმ თეთრი კაბა გაიხადა და რომელიღაც გაჭირვებულ წეევილს აჩუქა. ჯეიმზს კი უთხრა, ჩემნაირი დღის რეჟიმის მქონე ადამიანებს ოჯახები მალე ენგრევათო... ის კი, ვისაც ოდრიმ საპატარძლო კაბა აჩუქა, ძვირფას სახსოვარს დღემდე ინახავს.
ოდრი ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა ქორწინების საკითხს. მისის ოცნება მშვიდი ოჯახი და შვილები იყო, რომელთაც ბედნიერი ბავშვობა ექნებოდათ.
ოდრიმ იქორწინა მელ ფერთან, თუმცა ეს ქორწინებაც წარუმატებელი აღმოჩნდა. ქორწინებიდან 14 წლის შემდეგ მელმა საყვარელი გაიჩინა და მათი ოჯახი დაინგრა. მელთან განშორების შემდეგ ოდრი თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ შვილი მას ყველაფერს ავიწყებდა.
“ყოველთვის”
60-იან წლებში ოდრიმ იტალიელი ფსიქოლოგი გაიცნო, რომელმაც ოდრის ადრინდელ ფსიქოლოგიურ ტრავმებს ახსნა მოუძებნა: ომისდროინდელი განცდები და მშობლების განშორებით მიღებული ტკივილი. მალე დაქორწინდნენ. ოდრიმ მეორე შვილი ლუკა გააჩინა. მოგვიანებით ისინი დაშორდნენ. ოდრისთვის ყველზე მნიშვნელოვან საქმედ ქველმოქმედება იქცა.
1988 წელს სტივენ სპილბერგმა ოდრის მთავარი როლი შესთავაზა ფილმში “ყოველთვის”. ეს ფილმი ოდრისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. სიცოცხლის ბოლო წლები ჰოლანდიელ მსახიობთან, ღობერტ უოლდერთან ერთად გაატარა. ბოლო ინტერვიუში ოდრიმ სევდიანი ღიმილით განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში რობერტთან გატარებული წლები ყველაზე ბედნიერი იყო.
1992 წლიდან ოდრი ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა. ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობი დანებებას არ აპირებდა. საშინელ დაავადებას ებრძოდა და თან საქველმოქმედო საქმიანობას არ წყვეტდა. რობერტიც თან ახლდა. უოლდერსმა იცოდა, რომ ოდრის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა მალე ისტორიის კუთვნილება გახდებოდა. უსმენდა და ტიროდა. იცოდა, მალე ყველაფერი დასრულედებოდა...
პატარ ქალაქში, მე-18 საუკუნის ქვით მოპირკეთებულ შენობაში ცხოვრობდა _ ბაღებით, ტბებითა და საყავრელი ადამიანებით გარშემორტყმული. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ოდრის სახლს პაპარაცებით გატენილმა ვერტმფრენმა გადაუფრინა. ოდრი ეზოში სეირნობდა. მაშინვე გაჭირვებით შეაფარა თავი სახლს. არ უნდოდა სიკვდილის წინ ფოტოები?..
ოდრი ჰეპბერნი 1993 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. ზოგისტვის იდეოაურ ქალად დარჩა, ზოგისთვის ადამიანად, რომელსაც სითბო, სიყვარული და საკვები მოაქვს, ზოგისთვის კი _ გენიალურ მსახიობად...
ნებისმიერი ქალი, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც, ოდრი ჰეპბერნთან მსგავსებაზე ოცნებობს. თავის დროზე მსახიობს ამაზეც ჰქონდა პასუხი: “ნებისმიერს შეუძლია ოდრი ჰეპბერნის შესახედაობა ჰქონდეს: თუ თმას მოკლედ შეიჭრის, მზის დიდ სათვალეს გაიკეთებს და პატარა სავ კაბას ჩაიცვამს...”

No comments:

Post a Comment