Sunday, June 13, 2010

ჯონ გალიანო


მოკლე დიდი ზომის შარვალი,სალვადორ დალის ულვაში,უკან შეკრულ გრძელ თმაზე მორგებული ბერეტი,ყურში გაყრილი რგოლი და ვებერთელა ოქრს მედალიონი მოშიშვლებულ ყელზე.ის უსმენს კლუბურ მუსიკას,არ ეტანება ალცოჰოლს,გამუდმებით თან აქვს ერთი კოლოფი მალბორო და თვლის რომ,”მოდით ისევე უნდა დატკბე, როგორც კარგი საჭმლითა და სასმელით
ხუან კარლოს ანტონიო გალიანო 1960 წელს გიბლარტალში დაიბადა,ესპანელი სანტექნიკოსისა და ბრიტანელი დიასახლისის ოჯახში.გალიანო საკუთარ წარმატებულ კარიერას დედის ლამაზად ჩასმისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უკავშირებს და ბავშვობის წლებს სასეამოვნო ნოსტალგიით იხსენებს.
6 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ლონდონის სამხრეთში დასახლდა,სადაც წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი წარმატებით დაამთავრა. მისმა სადიპლომო ნამუშევარმა,რომელიც ფრანგული რევოლუციის მოტივებზე იყო ”დაფუძნებული ნამდვილი სენსაცია მოახდინა და ახალგაზრდა ჯერ არშემდგარ დიზაინერს პირველი აღიარება მოუტანა. სწორედ აქედან დაიწყო მისი კარიერა ლონდონში,ავანგარდული მოდის მაღაზიათა ქსელმა გალიანოს დაფინანსება შესთავაზა ,რითაც მან დამოუკიდებელი კოლექციების შექმნა და ლონდონის მოდის კვირეულებზე გამოტანა დაიწყო. წარმოდგენილი ახალი კოლექცია სათაურით”ავღანეთი უარს ამბობს დასავლურ იდეალებზე”მისთვის წარმატების პირელი საფეხური აღმოჩნდა,მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე,რომელზეც არაეთი დაბრკოლება შეხვდა.
კოლექციისათვის უცნაური სახელების შერჩევა დიზაინერისთვის შემოქმედებითი პროცესის ერთერთი მთავარი ნაწილია.შემოქმედებით მუზას ის ისტორიულ გმირებში,ლიტერატურულ პერსონაჟებში და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებში პოულობს. სამუშაო პროცესის დაწყებამდე კი რაიმე ლიტერატურულ სიუჟეს იგონებს და წარმოსახვაში შექმნილ პერსონაჟებს საკუთარ ესკიზებში აცოცხლებს.
მხოლოდ გალიანოს შეუძლია შარვალი პიჯაკად ხოლო ჭაღის აბაჟური თავსაბურავად აქციოს,კრინოლინის კარკასად ელექტრო მავთულები, დამტვრეული ბოთლები კი აქსესუარებად გამოიყენოს. მისი სტილი ხშირად აშინებდა და აფრთხობდა საზოგადოებას თავისი არაორდინალური და გიჟური ხელწერით,თუმცა დროთAგანმავლობაში ის დაიხვეწა და დღესდღეობით გალიანო ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული დიზაინერია,რომელიც ჭრა-კერვის,ქსოვილების დამზადებისა და თარგების გამოყვანის ათასობით ხერხს ფლობს. მან გააცოცხლა დიდი მადლენ ვიონეს მიერ გამოგონილი ირიბი თარგით კერვის ტექნიკა,რომელიც რევოლუციის შემდგომ მივიწყებული იყო,დღეს კი ასეთი აქტუალურია მოდის ტენდენციებში. ლონდონის “ვიქტორიასა და ალბერტის”მუზეუმში მან დაწვრილებით შეისწავლა უდიდესი კუტურიეების მიერ შექმნილი უკვდავი კოსტიუმები,დაეუფლა მატერიების შექმნისა და დრაპირების უძველეს ტექნოლოგიებს და უკვე ოთხმოციანი წლების ბოლოს განახლებული კოლექციებით,რომლებშიც აშკარად იგრძნობოდა როგორც დიდი დიზაინრები სტილის და ასევე იაპონური მოდის კანონმდებლების იამამოტოსა და კავაკუბოს გავლენა,რასაც ჯონმა ქალური სინაზე და რომანტიზმი დაუმატა და წლის საუკეთესო დიზაინერის წოდებაც მოიპოვა.
ბრიტანეთმა ჯონ გალიანო უდიდეს ავანგარდსტად მალევე აღიარა.შემდგომოი წარმტებისთვის მან მაღალი მოდის დედაქალაის,პარიზის დაპყრობა გადაწყვიტა,სადაც თვითდამკვიდრება არც ისეთი ოოლი აღმოჩნდა.კოლექცია “ნაპოლეონი და ჟოზეფინა”რომლითაც გალიანომ პარიზის მოდის კვირეული გახსნა უმალვე იქცა სენსაციად ,ჯონი კი ელეგანტურობისა და მოდური რომანტიზმის ოსტატად აღიარეს.კოსტიუმებში ძველმოდური ქალის თეთრეულის თემატიკა ძირითად სტილში იყო გათამაშებული.მომდევნო ნამუშევარი რომანოვების საგვარეულოს კერძოდ კი Aანასტასია ნიკოლავენა რომანოვის გადარჩენის პერსპექტივას მიუძღვნა სათაურით “ახალგაზრდა პრინცესა ლუკრეციას გაქცევა ბოლშევიკური რუსეთიდან”.წარმოდგენილი საღმოს კაბები,ვიწრო კორსეტები,ბეწვის მუფთები და გრძელი ატლასის ხელთათმანები,მეხსიერებაში დანერგილ რუსული ლიტერატურეს უკვდავ პერსონაჟებს აცოცხლებდა პოდიუმზე.

წარმატებული ჩვენებისა და საზოგადო აღიარების მიუხედავად,იმ დროს საფრანგეთში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ხელოვნებასაც სძლია,და გალიანოს ბრწყინვალე ნამუშევრებიდან თითქმის არაფერ გაყიდულა.დიზაინერი მზიმე ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა,რის გამოც დაკვეთით ესკიზების დახატვა და გაყიდვა უწევდა.
თუმცა ტალანტი ხომ უკვალოდ არსად ქრება,ჯონმა გავლენიანი მეგობრების დახმარებით კვლავ მოახერხა ფეხზე წარმოდგომა და მომდევნო წლებში აქტიურად შეუდგა კოლექციების შექმნასა და პრეზენტირებას,რამაც მას კიდევ არაერთი ჯილდო მოუტანა ინტერნაციონალურ მოდის კონკურსებზე.
მაშ ასე ჯონ გალიანო საფრანგეთმაც აღიარა და 1995 წლიდან მისი კარიერული გზა მწვერვალისკენ დაიძრა ის ჯერ “ჟივანშის” მოდის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი ხოლო ერთი წლის შემდგომ კი “კრისტიან დიორის” მოდის იმპერიის კრეატიული დირექტორი გახდა,რაც შეიძლება მისი კარიერის მწვერვალად და შემოქმედებით “ოქროს ხანად” მივიჩნიოთ.
გალიანოსგან “დიორის” უკვდავი ტრადიციების გაგრძელებას, თანმედროვეობისათვის მორგებას ელოდნენ.ჯონისთვის ამას უდიდეს პასუხისმგებლობად მიიჩნევდნენ და გარკვეულწილად მას საფრანგეთის მოდის სიმბოლოდ აღიარებული მოდის სახლის სათავეში ყოფნისთვის არაღირსეულ და შეუფერებელ ადამიანად თვლიდნენ. თუმცა მან მოახერხა ის,რომ “კრისტიან დიორის” მოდის სახლს ახალი სული ჩაფბერა,მოიზიდა ახალი კლიენტები და უკვდავი კლასიკური და დახვეწილი ქალური სტილი თანამედროვე ტენდენციებს მოარგო.
ჯონ გალიანომ ახალ საპატიო წოდებასთნ ერთად საკუთარი სტილიც შეცვალა.მის ესკიზებში ისტორიულ-ეთნიკურ ელემენტებთან ერთად ,მხატვრულ ელემენტთA უცნაური ნაზავი წარმოაჩინა,რომელშიც აფრიკულ-ჩინური სტილი,ლოტრეკის,კლიმტის,დეგასა და სალვადორ დალის უკვდავი ნამუშევრების ხელწერა და ოციანი წლების ფრანგული კლასიკა ერთმანეთში გააზავა.
დღეს ის მსოფლიოს ერთ-ერთი Eწამყვანი დიზაინერია,ყოველწლიურად 12 ერთმანეთისაგან აბსოლიტურად განსხვავებულ კოლექციას ქმნის როგორც “კრისტიან დიორის”მარკისთვის ასევე საკუთარი დამოუკიდებელი მოდის სახლისთვის. მისი ყოველი ჩვენება თეატრალური სანახაობად ქცეული სენსაციაა, რომელშიც მოდელები გალიანოს მიერ შეთხზულ გმირებს ასახიერებენ.

მისთვის ტანსაცმლის შექმნა ცხოვრებისეული მოწოდებაა,მთავარი ღერძი,რომლესაც ცდილობს მოარგოს გარემოც და საკუთარი თავიც. თავად დიზაინრის ჩაცმის სტილი ჩვენების ძირითადი თემატიკის მიხედვით იცვლება,მას შეუძლია შოუს გასამართად სტადიონი “შერვუდის” ტყედ,ვატერლოუს სადგური უდაბნოდ,”ვერსალის” ორანჟერია კი 150 მეტრიან წყლითსავსე პოდიუმად გადააქციოს.
ჯონი დამოუკიდებლად აკონტროლებს დიორის მსოფლიო ქსელში შემავალ 200მდე მაღაზიას,თავად ამოწმებს ფეხსაცმლის,აქსესუარების,თეთრეულისა თუ პარფუმერიის ხაზის გაყიდვეის კონცეფციებს.
გალიანო არავის ჰგავს, მისი ხელწერა ინდივიდუალური და ექსტრაორდინარულია, რომელისაც ერთი დანხვით ამოიცნობთ გასაოცარი მაკიაჟის,ვარცხნილობებისა და უბადლო მოდელების მეშვეობით.
საოცრად მიზანდასახული და უცნაურად საიდტერესო დიზაინერი საკუთარი ელექტური და ავანგარდული სახასიათო ხელწერით მსოფლიომ უდიდეს კუტურიედ და რომანტიკული სტილის ოსტატად აღიარა,რომელიც ქალის იდეალს “დამოუკიდებელ,საკუთარი ბედის განმგებ მანდილოსნებში ხედავს” და თავისი უცნაური და გიჟური ხედვით ცდილობს შეცვალიოს სამყარო, გახადოს ის უფრო მოდური და დახვეწილი და ორგინალური.
ის ცდილობს იცხოვროს აქტიურიად, დატკბეს ცხოვრებით და გაატაროს თითოეული წუთი ისე თითქოს ეს მისთვის უკანასკნელი ამოსუნთქვაა...

No comments:

Post a Comment