Sunday, June 13, 2010

ჰაინრიხ შლიმანი _არქეოლოგიის უდიდესი აღმოჩენები


ალბათ,ბევრმა თქვენგანმა იცის,თუ ვინ იყო ჰაინირიხ შლიმანი, მაგრამ ცოტას თუ წარმოუდგენია,რა გზა განვლო ამ ამდამიანმა მანამდე, სანამ არქეოლოოგიის ისტორიაში უდიდეს აღმოჩენას გააკეთებდა.შევეცდები,მოკლედ მოგითხროთ ტროას აღმომჩენის ისტორია.
ჰაინრიხ შლიმანი 1822 წელს, პატარა გერმანულ ქალაქ მეკლენბურგში დაიბადა.დედა პატარაობაში გარდაეცვალა. მამა კი - ერნსტ შლიმანი იმავე ქალაქის პროტესტანტული ეკლესიის პასტორი იყო. ჰაინრიხი თავის 5 და-ძმასთან ერთად სიღარიბეში იზრდებოდა,რაშიც დიდი წვლილი მამამისს მიუძღვოდა.პასტორს უყვარდა დალევა და მთელ ფულს სასმელებში ხარჯავდა.თუმცა მოხუც ერნსტს ჰქონდა ერთი კარგი თვისება: მას ძალიან უყვარდა ჰომეროსი და ზეპირად იცოდა “ილიადა”.ეს სიყვარული პატარაობიდანვე ჩაუნერგა თავის შვილებს.ცნობილია ასეთი ისტორია: შვიდი წლის ჰაინრიხმა საჩუქრად მიიღო წიგნი ,სადაც დასურათებული იყო ტროას ომის სხვადასხვა მონაკვეთები.შლიმანმა სწორედ მაშინ დაისახა მიზნად ტროას აღმოჩენა.ამის გამო მას მეგობრები დასცინოდნენ და მეოცნებედ მიაჩნდათ,თუმცა ამას შლიმანი არ შეუშინებია.იგი ჯერ ჰამბურგში გადავიდა საცხოვრებლად,შემდეგ კი იუნგად მოეწყო გემზე,რომელიც ვენესუელაში მიდიოდა.თუმცა გემი გასვლიდან რამოდენიმე დღეში ჩაიძირა.ჰაინრიხმა სხვა რვა გადარჩენილთან ერთად ჰოლანდიის ნაპირებთან ნავით მისვლა მოახერხა.იქ შლიმანმა გადაწყვიტა დრო არ დაეკარგა და უცხო ენების შესწავლას მიყო ხელი.მას არაჩვეულებრივი ლინგვისტური ნიჭი აღმოაჩნდა.ერთ წელიწადში შლიმანი თავისუფლად ლაპარაკობდა და წერდა ინგლისურ,ფრანგულ,იტალიურ,ესპანურ,ჰოლანდიურ,პორტუგალიურ ენებზე.ერთხელ როდესაც იგი ვინმე შრედერის ფირმაში მოანგარიშის ადგილის სათხოვნელად მივიდა ფირმის უფროსი გაოცებული დარჩა შლიმანის ნიჭით და მყისვე აიყვანა სამსახურში.
ახალ სამსახურში მას სხვა ტალანტიც აღმოაჩნდა, იგი მოქნილი და მოხერხებული ვაჭარი გამოდგა, რომელიც ძალიან ხელსაყრელად აწარმოებდა ყველაზე რთულ სავაჭრო ოპერაციებს. 24 წლის შლიმანმა ისწავლა რუსული ენა,გახსნა საკუთარი ფირმა,რომელიც ახორციელებდა რუსეთის ბაზარზე საღებავები შეტანას. ამან შლიმანი უცებ გაამდიდრა და ახლა უკვე მას შეეძლო ეფიქრა თავისი ბავშვბის ოცნებაზე.
ამ დროისთვის შლიმანს უკვე მოესწრო ახალი და ძველი ბერძნული ,არაბული და არამეული ენების სწავლა.იგი გაემგზავრა მცირე აზიის ნახევარკუნძულზე და შეუდგა გამოძიებას.მცირერიცხოვანი ისტორიკოსები,რომლებიც შესაძლებლად მიაჩნდათ ტროას არსებობა, მის ადგილსამყოფელად თურქეთის სოფელ ბუნარბაშში არსებულ ბორცვს მიიჩნევდნენ. შლიმანმა თავიდანვე უარყო ეს ვერსია, რადგანაც , ეს ბორცვი არც ისე დიდი იყო და შეუძლებელი იყო მის ქვეშ ყოფილიყო უზარმაზარი ტროასნანგრევები.ჰაინრიხი ხელმძღვანელობდა ”ილიადით”, და რამდენიმე თვიანი კვლევა-ძიების შემდეგ მან მიაგნო ბორცვს სახელად “ჰისარლიყი” ,რაც თურქულად სასახლეს ნიშნავს. ამან განამტკიცა მისი ვარაუდი რომ,ტროას ნანგევები სწორედ აქ იმალებოდა. ბორცვი ახლოს მდებარეობდა ზღვასთან, როგორც “ილიადაში” იყო.და შლიმანმა დაიწყო ბორცვის გათხრა. წარმატებამ დიდხანს არ დააყოვნა.მუშები თხრილებიდან ათასობით ნამსხვრევებს იღებდნენ.ტროა აღოჩენილი იყო!!! თუმცა შლიმანს ყველაზე დიდი გამოცანა წინ ჰქონდა. როცა გათხრები დამთავრდა აღმოჩნდა,რომ დასახლების ქვემოთ კიდევ იყო ერთი დასახლება.შლიმანმა ამ დასახლების გათხრებიც დაიწყო და მალე დასახლების მესამე ფენა აღმოაჩინა.საბოლოოდ კი აღმოჩნდა,რომ ჰისარლიყის ბორცვის ქვეშ 12 ფენა დასახლება იმალებოდა.გასარკვევი რჩებოდა,თუ რომელი მათგანი იყო ჰომეროსის მიერ აღწერილი ტროა.დიდი კვლევა-ძიების შემდეგ შლიმანმა დაასკვნა, რომ მე-7 ფენა იყო სწორედ ის ,რომელსაც ეძებდა.ამაში მას ტროას მეფის ,პრიამოსის საიდუმლო საგანძური დაეხმარა, რომელიც შლიმანმა შემთხვევით იპოვა მეშვიდე ფენაში.
ტროას აღმოჩენის შემდეგ შლიმანმა კიდევ ერთი დიდი აღმოჩენაა გააკეთა. მან საბერძნეთში მიკენური კულტურის ნანგრევები და მათი მეფის,აგამემნონის სამარხი აღმოაჩინა.მას შეეძლო კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა გაეკეთებია,ამჯერად კრეტაზე,სადაც ბორცვების ქვეშ მეფე მინოსის სასახლე და ლეგენდარული ლაბირინთი იმალებოდა,თუმცა ვეღარ მოასწრო (წლების შემდეგ კრეტის კულტურა ინგლისელმა არქეოლოგმა ჯონ ევანსმა აღმოაჩინა).
ჰაინრიხ შლიმანი 1890 წელს იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ტვინის ანთებით მოულოდნელად გარდაიცვალა.

No comments:

Post a Comment