Monday, May 24, 2010

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ


მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წლის 27 აპრილს დაარსდა. მისი შექმნის ინიციატორი ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია გახლდათ.

მუზეუმი კუს ტბის ფერდობის ჩრდლოეთ ნაწილზეა განთავსებული და 52 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა განთავსებული.ეთნოგრაფიულ მუზეუმში 14 ეთნოგრაფიული ზონაა: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი და ოსეთი.

საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიულ არეალებისსავის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და კოლორიტებითაა წარმოდგენილი.

ხურომოძვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში დაცულია ეთნოგრაფიული მატერიალურ კულტურის ამსახველი ექსპონატები: საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა.

ღია ცის ქვეშ მუზეუმის მეთერთმეტე ზონაში ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლებია განთავსებული. ექსპონირებულია სიონის V-VI საუკუნეების ბაზილიკა და აკლდამა, აგრეთვე რელიეფურ საფლავის ქვათა მდიდარი კოლექცია. მთლიანობაში მზეუმში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.

სვანეთის მუზეუმი


მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. აქ დაცულია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექცია, რომელთა შორის განსაკუთრებულია: "ადიშის ოთხთავი" (897), "იერუსალიმის განჩინება" (Xს), "მესტიის ოთხთავი" (1033), სახარების სხვა უძველესი რედაქციები, ქართული ჭედური და ფერწერული ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი.
ექსპონატების ქრონოლოგია III ათასწლეულიდან იწყება. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი VI ს-ის ბრინჯაოს სირიულ საცეცხლურებს (X_XI სს) რელიკვარიუმებსა და ეტრატზე შესრულებულ უძველეს ხელნაწერებს ეთმობა.

აქვე დაცული არის XII ს-ის ვერცხლის სასანური სურა, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, XIII ს-ის ვენეციური ე.წ. დეკორატიული ჯვარი და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სილიხანის ხატი, რომელშიც გოლგოთის ჯვრის ნაწილია ჩატანებული.

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა.

მუზეუმ-ნაკრძალი წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც განამარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა.
1991 წლიდან დმანისის ძეგლზე ჰომინიდის ხუთი თავის ქალა არის ნაპოვნი. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, საერო და საკულტო ნაგებობებსა და საიდუმლო გვირაბს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIIIს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.

Monday, April 12, 2010

სალვადორ დალის ნამუშევრების გამოფენა წინანდალში


პირველად საქართველოში, 7 აპრილიდან 6 ივნისის ჩათვლით, JMA გალერეა QU ART quart-brussels.com და წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ქართველ მნახველს წარუდგენს ლეგენდარული ესპანელი მხატვრისა და მოქანდაკის სალვადორ დალის ქანდაკებებსა და ლითოგრაფიის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება 6 ქანდაკება და 11 ლითოგრაფია, რომლებიც მხატვრის შემოქმედების ბოლო პერიოდს განეკუთვნება. მათ შორის ქანდაკებები: "სიურეალისტური ანგელოზი", "კუბისტური ანგელოზი", "ვენუსი", "ბეთჰოვენი", "ამაღლებული წუთები", "მაგიდა", რომლებშიც გაერთიანებულია სალვადორ დალის ექსტრაორდინალური ფანტაზია, მისი ხელოვნების ექსპერიმენტული ხასიათი და სტილი სტური მრავალფეროვნება, ტრადიციულისა და სტერეოტიპულობის რღვევის ნიშნები.

ეს თავისებურებები სალვადორ დალის ნამუშევრებს "მესამე განზომილებასთან" აკავშირებს, სადაც, ერთი შეხედვით, ირეალური სიტუაციები ჩვეულებრივად აღიქმება და შესაძლებელია, ერბოკვერცხის "იალქანზე" ლოკოკინა ბინადრობდეს ("ამაღლებული წუთები"), ანგელოზები კი "ღმერთამდე მიმავალ ტრანსპორტად" გვევლინებოდნენ, უჩვეულო სივრცით განზომილებებს კი, მხატვრული ხერხების შთამბეჭდაობა განაპირობებდეს ("სიურეალისტური ანგელოზი").

წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია, რომელმაც უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, ქართველი მაყურებელს კი, პირველად ეძლევა სალვადორ დალის ორიგინალური ქმნილებების ხილვის შესაძლებლობა.

სურეალიზმი




სურეალიზმი მიმართულებაა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში, რომელიც დამკვიდრდა ფრანგი პოეტისა და კრიტიკოსის ანდრე ბრეტონის მიერ. მან 1924 წელს პარიზში გამოაქვეყნა სურეალისტური მანიფესტი, რომელმაც შემდგომში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამ მიმდინარეობაზე. სურეალიზმი უშუალოდ წარმოიშვა ე. წ. დადაიზმისაგან, რომელიც იყო მიმართულება ხელოვნებასა და ლიტერატურაში და გამოხატავდა ნიჰილისტურ პროტესტს დასავლური კულტურის ყველა ასპექტის საწინააღმდეგოდ. დადაიზმის მსგავსად სურეალიზმი ხაზს უსვამდა ქვეცნობიერების როლს შემოქმედებაში, თუმცა იგი ქვეცნობიერის ფსიქიკას იყენებს უფრო დალაგებულად და უფრო სერიოზული მანერით.

სურეალიზმი ხელოვნებაში

სურეალიზმი მხატვრობასა და მოქანდაკეობაში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობაა. ამ მიმდინარეობის წინამორბედებად ითვლებიან გრაფიკაში იტალიელი პაოლო უსელო, ბრიტანელი პოეტი და მხატვარი უილიამ ბლეიკი, ასევე ფრანგი ოდილონ რედონი. მე-20 საუკუნეში სურელიზმი გამოვლინდა იტალიელი ჯორჯიო დე ჩირიკოს, რუსი მარკ ჩაგალის, შვედი პოლ კლიის, ფრანგი მხატვრების მარსელ დიუჩამპის და ფრანსის პიკაბიას, და ესპანელი პაბლო პიკასოს ნამუშევრებში, რომელთაგან არც ერთი არ ყოფილა სურელისტური ჯგუფის წევრი. 1924 წლიდან სურეალისტთა ჯგუფის წევრები იყვნენ გერმანელი მაქს ერნესტი, ფრანგი ჯინ არპი, და ამერიკელი მხატვარი და ფოტოგრაფი მენ რეი. დაახლოებით 1925 წელს მათ ხანმოკლე დროით შეუერთდა ფრანგი ანდრე მასონი და ესპანელი ჯოან მირო, რომლებიც ერთ ხანს წევრებად რჩებოდნენ. ისინი მკაცრი წინამძღოლის ანდრე ბრეტონის დაქვემდებარებაში ახერხებდნენ ყოფილიყვნენ საკმაოდ ინდივიდუალისტები, როგორც მხატვრები. მოგვიანებით ჯგუფში გაერთიენდნენ ფრანგ-ამერიკელი აივეს ტანგაი, ბელგიელი რენე მაგრიტე, და შვედი ალბერტო გაიაკომეტი. კატალონიელი სალვადორ დალი სურეალისტურ მოძრაობას შეუერთდა 1930 წელს, მაგრამ მოგვიანებით დასმენილი იქნა სურელისტთა უმრავლესობის მიერ იმის გამო, რომ იგი უფრო მეტად დაინტერესებული იყო თავისი
ხელოვნების კომერციალიზაციით, ვიდრე სურეალისტური იდეებით. თუმცაღა დროთა განმავლობაში მას აღიქვამდნენ, როგორც ჯგუფის წევრს და მისი ნამუშევრები ფასდებოდა თავისებურად და ნაწილიბრივად ტიპიური სურელიზმის ნიმუშებად.სურეალისტური მხატვრობა ასახავს შინაარსისა და ტექნიკის მრავალფეროვნებას. ეს მაგალითად, დალის შემთხვევაში წარმოდგენილია ფანტაზიის მეტ-ნაკლებად უშუალო და ფოტოგრაფიული ტრანსკრიპციით, რომლის სულის ჩამდგმელია ჩირიკოს ადრეული ფანტასტიკური ნახატები. არპის ქანდაკებები გამოირჩევა სიდიდით, სიგლუვით, აბსტრაქტული ფორმებით; მირო კი, რომელიც ხანმოკლე დროით ჯგუფის ფორმალური წევრი იყო, წესისამებრ დაკავებული იყო ფანტასტიკური ფორმებით. ეს ფორმები გამოხატავდა ბავშვთა ხელოვნების განზრახ ადაპტაციას და ამავე დროს კერამიკის გაფორმების (დეკორაციის) თვალსაზრისით, რაღაც საერთოც ჰქონდა კატალონიელი მხატვრების მიერ გამოყენებულ დიზაინთან. რუს-ამერიკელმა მხატვარმა პაველ ტჩელიჩევმა სურეალისტური გამოსახულებები შექმნა სურეალისტთა წევრობამდე თავის ნახატებში, ასევე თავის მრავალ საბალეტო ესკიზში. სურეალისტური მიმდინარეობის ამერიკულ მიმართულებას წარმოადგენს მხატვართა ჯგუფი, რომლებსაც იცნობენ როგორც მაგიურ რეალისტებს მხატვარ პოლ კადმიუსის წინამძღოლობით.
ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ასევე ჯორჯ ტუკერი, ივან ლე ლორენ ოლბრაიტი, ფილიპ ევერგუდი, პიტერ ბლუმი, და ლუის გუგლიელმი. მოქანდაკე ჟოსეფ კორნელმა თავდაპირველი შემოქმედებითი ნაბიჯები გადადგა როგორც სურეალისტმა, თუმცა მოგვიანებით მიაღწია მაღალ ინდივიდუალურ ხელოვნებას. თავისუფალი ქმნილებების მიმართ სურეალისტთა დამოკიდებულებამ დიდი გავლენა იქონია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის დასაწყისზე ნიუორკში. სურეალისტთა გრაფიკული ნამუშევრების წარმომადგენლობითი კოლექცია განთავსებულია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხოლო მაგიური რეალისტების ნამუშევრები კი - ამერიკული ხელოვნების ვითნის მუზეუმში. ორივე მუზეუმი მდებარეობს ნიუ ორკში.
hello!!!!!!!